ივერიონი / ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე წავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2014 წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი არჩევნების დროს წავა.

ამის შესახებ პრემიერმა ბრიუსელში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

"მე დამარცხებული არ წავალ, ძალიან კარგ ხელისუფლებას და მთავრობას დავტოვებ. მათზე პასუხისმგებლობას ავიღებ და სამოქალაქო საზოგადოებაში გადავალ, საიდანაც ჩემს მიერ დატოვებულ ხელისუფლებას გავაკონტროლებ. უნდა მივეჩვიოთ, რომ ხელისუფლება ერთ კაცზე არ იყოს დამოკიდებული. საზოგადოება უნდა განვითარდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა", - განაცხადა ივანიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერთან ერთად სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი იმყოფებოდნენ.

14-11-2012, 13:45
უკან დაბრუნება