ივერიონი / რას ითვალისწინებს ხაჩიძის ინიციატივა "უფასო ფული"?

რას ითვალისწინებს ხაჩიძის ინიციატივა "უფასო ფული"?

საქართველოს პარლამენტში "უფასო ფულის" ინიციატივაზე მსჯელობენ. აღნიშნული პროექტი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოგა ხაჩიძის მიერ არის ინიცირებული.


პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლები აღნიშნულ ინიციატივას მოიწონებენ და მხარს დაუჭერენ, კანონპროექტი პირველი აპრილიდან ამოქმედდება.

პროექტის ითვალისწინებს, რომ ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

20-02-2015, 14:29
უკან დაბრუნება