უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გოგა ხაჩიძეს ურჩევს "უფასო ფულის შესახებ" პროექტი პაკეტის სახით წარმოადგინოს.
"უფასო ფულს სჯობს, მუქთა ფული იყოს. უფასო ფულის შესახებ პროექტი პაკეტში უნდა იყოს, მას დავამატოთ პროექტი ერთი ქილა ერბოს, ოქროს თევზის და ნატვრის თვალის შესახებ. ასევე ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა პრობლემები იყოს ქვეყანაში, ამით "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ვერ იხეირებს და სარგებელს ვერ მიიღებს", - განაცხადა ქანთარიამ.