კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს შესაძლოა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება ჩამოერთვას, განცხადება ამის შესახებ გაერო–ში უკრაინის მუდმივ წარმომადგენელმა იური სერგეევმა უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"რაც შეეხება გაერო–ში რუსეთის წევრობას, აქ არა მხოლოდ ეს საკითხი განიხილება, არამედ მისი წევრობის ლეგიტიმურობა, რადგან 1991 წელს მისი წევრად მიღებით დადგენილი პროცედურები დაირღვა, თუმცა ეს საკითხი ჯერ მწვავედ არ დგას. რუსეთი თავისი პოზიციით ადასტურებს იმას, რომ მინსკის შეთანხმების დარღვევას აგრძელებს. ამიტომ მის წინააღმდეგ შესაძლებელია გამოიყენონ გაერო–ს დადგენილების 27–ე მუხლი, რითაც ის ხმის უფლებას დაკაგავს", – განაცხდა სერგეევმა.