ივერიონი / დავით უსუფაშვილი:მივმართავ უფროს ზურაბ აბაშიძეს,თავისი გამოსვლა კოლეგების დოგმატურ პოზიციებს მაქსიმალურად მიუახლოვოს

დავით უსუფაშვილი:მივმართავ უფროს ზურაბ აბაშიძეს,თავისი გამოსვლა კოლეგების დოგმატურ პოზიციებს მაქსიმალურად მიუახლოვოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან  რუსეთტან ურთიერთობების საკითხებში  ქვეყნის ქპრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს  ზურაბ აბაშიძეს მიმართა. უსუფაშვილმა აბაშიძეს მოუწოდა ნატო- საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით თავისი გამოსვლა მაქსიმალურად მიუახლოვოს იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც კოლეგები ემხრობიან.

 

უსუფაშვილის გამოსვლა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვის საკითხს მოჰყვა. "ნაციონალები" დებატებს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ითხოვენ.


"ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდეს როგორც ქვეყანა, ის ქვეყანა საფრთხის წინაშეა. საგარეო ურთიერთობებში შეიძლება ყოველ ჯერზე ვეძებდეთ იმის მიზეზს, პატარა პრობლემა ავიყვანოთ იმ დონეზე, რაც დღეს მე აქ მოვისმინე?. უფროს ზურა აბაშიძეს მინდა მივმართო, გაითვალისწინოს, რომ დარბაზში არის უმცროსი აბაშიძე, პატარა უსუფაშვილი, დიდი მინაშვილი და თავისი გამოსვლა მაქსიმალურად მიუახლოვოს იმ დოგმატურ პოზიციებს, რომელსაც ჩვენ ჩვენი პატივცემული კოლეგები გვიჯინებენ," - განაცხადა  უსუფაშვილმა.

20-02-2015, 22:32
უკან დაბრუნება