ივერიონი / შალვა ნათელაშვილი: ამ ხელისუფლებას ვინმე გააჩერებდა მსოფლიოში?

შალვა ნათელაშვილი: ამ ხელისუფლებას ვინმე გააჩერებდა მსოფლიოში?

ხელისუფლება ადამიანებს არა მატერიალურად, არამედ ჩასასვნებლებით ეხმარება, ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა  "რეაქციაში" გააკეთა.


"თბილისის გამგეობებში ჩასასვენებლების ყიდვა დაუწყიათ წინასწარ, ნაცვლად იმისა რომ ადამიანს შეუქმნან პირობები, რომელიც მათ არ დახოცავს, ვადაზე ადრე არ წაიყვანს ამ ქვეყნიდან, სამუშაო მისცენ, საჭმელი მისცენ, პენსია მისცენ, ელემენტარული დაპირებების 10 % შეუსრულონ , ამათმა პირდაპირ კუბოებით დაიწყეს. ამ ხელისუფლებას ვინმე გააჩერებდა მსოფლიოში? თქვენ მეკითხებით კიდე რევოლუცია არ იქნებაო? როგორ არ იქნება, შეიძლება დაიწყოს კუბოების რევოლუცია ამათ წინააღმდეგ"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

21-02-2015, 08:30
უკან დაბრუნება