ივანიშვილმა წარსულის მეთოდებით დაიწყო მართვა და ამ წარსულს გავაყოლებთ 2016 წლის არჩევნებზე- ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
"ან საერთოდ უნდა დაანებოს პოლიტიკას თავი, ან მოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. ასე რომ კულუარებიდან მართოს, რომ თითქოს მას არაფერი ეხება, მაგრამ რეალურად ყველაფერი მაინც მან მართოს. ეს არის უსამართლობა, ქართველი ხალხის დაცინვა და ამ ცინიზმს საზოგადოება არ აპატიებს" - განაცხადა ალასანიამ.