ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ,განცხადება ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ამერიკულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე მათთან კონსულტაციებს გავდივარ შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მინსკის შეთანხმება შესრულებულიყო, მიუხედავად რუსეთის მხრიდან ტერორისტების მხარდაჭერისა", - განაცხადა ტუსკმა.
სანქციების გამკაცრებით რუსეთის ფედერაციას თეთრი სახლიც ემუქრება.