განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ჩინელი პედაგოგების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ „ივერიონს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში ჩინელი პედაგოგების ჩამოყვანის საკითხმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ეს თემა განსჯის საგანი გახდა.
„ივერიონი“ დაინტერესდა, რას ფიქრობს და აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო. თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა თიკო ფეიქრიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მინისტრი უახლოეს მომავალში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და ყველა კითხვას უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინელი პედაგოგები ჩამოდიან. ისინი პროგრამა „ ასწავლე და ისწავლეს“ ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში იმუშავებენ და ბავშვებს ჩინური ენის შესწავლაში დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ მათი შრომა ანაზღაურებადი არ იქნება. ჩინელი პედაგოგები სხვადასხვა ოჯახებში იცხოვრებენ.