რამდენადაც ლევან ვასაძის გამოჩენამ პერმანენტული და თანმიმდევრული, ხასიათი მიიღო, თავს ვალდებულად ვთვლი გამოვთქვა საკუთარი მოსაზრება. მინდა ყურადღებით მომისმინოს ნეიტრალურებმაც და მოწინააღმდეგებმაც და განთავისუფლდნენ ემოციების, სიმპათია-ანტიპათიებისგან და აკვიატებული აზრების ტყვეობისაგან.
შეგახსენებთ, რომ მასონები მოქმედებენ თანმიმდევრულად, დიდ მანძილზე გათვლებით, სიტუაციების მონაცვლეობით, მაგრამ განუხრელი მავნებლური მიზანდასახულობით, რის გამოც ხალხს კეთილგონიერების და მოთმინების ფიალა ევსება და ინსტიქტურად ერთვება იმ პროგრამაში, რაც განსაზღვრული აქვთ სამოქმედო ოქმებში :--- "... და ამგვარი რეფორმაციებით - ერთი გაწბილებიდან მეორე გაწბილებამდე ქანცს გავაცლით მათ და რასაც შევთავაზებთ, იმას დასჯერდებიან"...
ასე რომ, ჩვენ (მე, პირადად) არა გვსურს კიდევ ერთხელ მოტყუვდეს ერი. არ უნდა მოტყუვდეს ლევან ვასაძეც, რომელმაც ასეთი საჯარო განხილვების შედეგად უკეთ უნდა შეაფასოს თავისი შესაძლებლობები!
უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ თითოეული ჩვენთაგანი სულმოუთქმელად ელოდება ქარიზმატული ლიდერის გამოჩენას -არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება იგი ,. მთავარია, რას გააკეთებს, რამდენად იქნება თანმიმდევრული და არის თუ არა მზად ბოლომდე დაიხარჯოს ერის სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად!.. ..
ამ შემთხვევაში, ის კი არაა მთავარი, რომ იგი "ბალანსის დაცვით" ამხელს დასავლეთისა და ჩრდილოეთის, (ისევე როგორც ადგილობრივი პარლამენტის და ზოგადად ხელისუფლების) ზოგიერთ ნაკლოვანებებს, რაც უშედეგო ნახევარსიმართლეა, არამედ, მთავარია: მართლქრისტეანულად ესმის თუ არა ეკლესიურობა (ძალუძს თუ არა წინასწარმეტყველთა და წმინდანთა, მაგალითად, მაქსიმე აღმსარებლისეული მართლმკვეთელური სულიერების მიხედვით მიუკერძოებლობა პატრიარქის "უცდომელობისადმი" და წუთისოფლის მთავრობებთან ეკლესიის მესვეურთა თანამშრომლობის მხილება) და ეკლესიის როლი ერის ყოფნა-არყოფნის წინაშე (რომ აუცილებელია ეკუმენური ევქარისტიის გაწყვეტა ერეტიკოსებთან, თორემ, ღმერთი თავად გაწყვეტს კავშირს ჩვენთან),
ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, იცის თუ არა ქრისტეანობის მტრის ენა, რაც ნიშნავს იმას, რომ -- რა პოლიტიკური და დუხჭირი პროცესებიც მიმდინარეობს, სინამდვილეში ეს განპირობებულია სამოთხეში მიმავალი გზის არსებობის გამო და მის გასაუქმებლად გვებრძვის ეშმაკი და მისი რაზმი... და რომ, მსოფლიო ჟანდარმი - მასონობა ასრულებს ქრისტეს მაგივრად ანტიქრისტეს გამეფების, ზეციური სამოთხის ნაცვლად ამქვეყნიური "სამოთხის" მშენებელი ნეომონათმფლობელების ნებას და შენ (ვინც არ უნდა იყო ) არ გაგაკარებენ ხელისუფლებას,(არც ფულს შეგარჩენენ) თუკი ამხელ მათ და წინ გადაუდგები მათ მზაკვრულ გეგმებს, ხოლო, თუკი როგორღაც მოხვდი სათავეში და "მდინარის აღმა ივლი", ზვიად გამსახურდიასავით გაგაქრობე!...
ასე რომ, ლევან ვასაძის ნახევარსიმართლით (რაც, ისედაც დაშვებულია "დემოკრატიით", რომლის უკანაც ჩამალულების სკამზე ხელის ხლებაა აკრძალული) არც საქვეყნო სიტუაცია შეიცვლება და არც მის ბიზნეს-კეთილდღეობას ელოდება საფრთხე,
პირიქით, ასეთი პიარკამპანიებით მოდიან დღეს ხელისუფლებაში, როცა ამას დაუშვებენ ისინი, ვინც კანიდან გენამდე იცის ვინ მოყავს ხელისუფლებაში... თუ ეს ასეა, მაშინ არც ბიძინას დააფარებს იგი ხელს და არც მასონებს, რადგან "პიარი" მოითხოვს ამას. მაგრამ, თუკი ყველაფრის აზრზეა და უშიშარი თავგანწირულობით მოდის, მაშინ ერთად შევამოწმოთ - აქვს კი ისეთი "ბერკეტი, რომლითაც ნიუტონი დედამიწის გადატრიალებას აპირებდა"?!...
როგორ არ უნდა მახარებდეს და მეიმედებოდეს ეკლესიის წარმომადგენლების - ლევან ვასაძისა და თუნდაც ლევან ჩაჩუას ( "ქართული იდეა" ) მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ რა ბერკეტიც გააჩნიათ ერთსაც და მეორესაც ( არ გეგონოთ, რომ ერთ ჯგუფში არიან და აქ ლევან ჩაჩუაზე არ მექნება საუბარი), ეგ ვერ უშველის საქმეს, რამეთუ იმაზე დიდი რეცეპტი და ბერკეტი არ არსებობს, რაც ღმერთმა მოგვცა და რასაც არცერთი ლევანი ბერკეტად არ იყენებს: - "თუ ჩემი კანონის მიხედვით იცხოვრებ, დაგიცავ მტრისგან!"
- " რჩეული(ანუ მართლქრისტეანი) ერის თავი ეკლესიაა, ანუ ქრისტე და თუკი ეკლესიის თავს ცვლიან პაპით, თუ პატრიარქით, იქ თევზი თავიდან ლპება, ანუ იერარქიის ცოდვების ბრალია ერის დაქცევა" (წმიდა მამათა მოკლე პერიფრაზი)... პატრიარქმადიდებლობაც კერპთაყვანმცემლობაა, რადგან კერპზე მინდობილი ადამიანი, მის იქით ვერ ხედავს საშველს. გაიხსენეთ და შეადარეთ თანამედროვეობას: რიგით პირველი წინასწარმეტყველი ესაია გახლდათ თავისი ერისთვის თავდაუზოგავი ის მოღვაწე, ვინც ამას იქმდა ერის მხილებით, მთელი 60 წლის მანძილზე, რისთვისაც თვისტომებმა გადახერხვით მოკლეს!
იგი ერთის მხრივ, მათ ცოდვებს ამხელდა, მეორეს მხრივ - უხსნიდა მიზეზს და გამოსავალს მიუთითებდა - არა ამასოფლის ძლიერებისა და დამხმარე სახელმწიფოებისკენ, არამედ - ღმერთისკენ, რითაც შესაძლებელია ნებისმიერი განსაცდელის გადალახვა.
აქედან გამომდინარე, ღმერთს ძალუძს ამ ყოვლისმომცველი მასონური იმპერიალიზმისგანაც გვიხსნას, თუკი მის ეკლესიას, მის საკურთხეველს ისე გავუსწორებთ მას, როგორც ეგების... ეს რომ სასწრაფოა, ამას ერის პრობლემები ღაღადებს-ჩვენი განსაცდელები სხვა არაფერია, თუ არა მაღალი ტემპერატურა ავადმყოფობის ნიადაგზე, რომელსაც თუ არ ვუმკურნალეთ, ვერც აქ მოვმჯობინდებით და ვერც სამოთხეში წავალთ - სნეულებისგან მკვდარი.
რა არის ეს სნეულება? - უწინარესად, ესაა ეკუმენიზმი, სეკულარიზაცია, ცრუმორწმუნეობა და ასევე იერარქიის თანამშრომლობა მთავრობებთან, რაც განაპირობებს ეკლესიის გეზის მიმართვას მსოფმთავრობის კურსისკენ!...
. არადა, ზესოფლიური ეკლესია არ შეიძლება დაუმორჩილო ამასოფლის სულს, რომლის თავადი - ეშმაკია. და რადგან, ნეოწარმართულმა რევანშმა ჩაანაცვლა ეკლესიაზე მზრუნველი ქრისტეანული სახელმწიფოებრიობა, ამიტომ, აუცილებლად, წინასწარმეტყველ ესაიას და წმიდა მაქსიმეს სულიერებით განმსჭვალულმა მრევლმა უნდა მოაწყოს ახალი "რუის-ურბნისი" და ჩვენს ეკლესიას გააწყვეტინოს ევქარისტული კავშირი ეკუმენისტურ მსოფლიო ეკლესიასთა-, განწმინდოს და გაასწოროს საკურთხეველი, რაც მისცემს შანსს ადგილობრივი ეკლესიების ანტიეკუმენისტ მართლმადიდებლებს გადმოვიდენენ საქართველოს ანტიეკუმენისტური, არაერეტიკული, არასერგიანული და სუფთა მართლმადებელი ეკლესიის იურისდიქციაში, ანუ ჭეშმარიტად ერთი, წმიდა, სამოციქულო და მსოფლიო ეკლესიაში, რის გამოც ღმერთი გვიხსნის მტერთაგან. სხვანაირად აღარ გაბრწყინდება იბერია, რადგან ოფიციალურ ეკლესიებს ანტიქრისტე დაეპატრონება და ქრისტეს ეკლესია კატაკომბაში გადავა. ამასთან, მინდა ყურადრება გავამახვილო სამეფო კანდიდატის მომზადების საკითხზეც(რასაც ლევან ვასაძესაც მიაწერენ) ანტიქრისტეს მომყვანი მასონები ფლობენ სიტუაციას ყველგან და ცვლიან ადამიანთა მართლმეხსიერებით ცნობიერებას, ისე როგორც სამოთხიდან გამოსულ ადამიანებს გაუკეთა ეშმაკმა და ღმერთის მაგივრად ეშმაკი გააღმერთებინა.
მტერი მუშაობს ეკლესიის შიგნითაც და სამეფო კანდიდატის აღზრდა იზოლირებულად ვერ მოხერხდება, ხოლო, მასონურად აღზრდილი მეფეები თავადვე აწყობთ, ვინაიდან დემოკრატიულ წყობილებას შეცვლიან - მონარქიულით, რა ნიადაგზეც უნდა გამეფდეს ანტიქრისტე... ესეც ერთობ გასათვალისწინებენ
რადგან ლევან ვასაძეზე ვსაუბრობთ, პირდაპირ ვიტყვი:იგი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, არაა ახალი "რუის-ურბნისის კრების" მომწვევი, რადგან, მის ბერკეტს აკლია ესაიასეული(მიახლოებითი) სულისკვეთება, რის გამოცაა ცალმხრივი, თორემ რომელიმე სრულყოფილი მართლმამხილებელი ლევანის ასპარეზზე რომ იდგეს, პირველ რიგში ამით დაიწყებდა. ..
სახარებიდან ვიცით - მდიდარი ძნელად შევა სასუფეველში და ესენი (მილიარდელები) სიცოცხლეს შეელევიან სამშობლოსათვის? ლევან ვასაძე ასეთი კაცი რომ ყოფილიყო - ხელს არ დააფარებდა არც ივანისვილს, არც მასონობას, რომლებიც სამაგიეროდ ანგარიშებს გაუყინავდნენ, და ნოლზე დასვამდნენ, ანუ, ამათ თან სახელიც უნდათ და თან სახრავიც, თან წუთისოფლისეული "სამოთხე" და თან ზეციური სამოთხეც!
... ჩემი სათქმელის კონტექსტში სახარებისეული მდიდრის იგავი ზუსტად იმ მეთოდითაა გამოყენებული, რა ორაზროვნებითაც ადგილი ჰპოვა სახარებაში - რეალურ-სიმბოლურადაც და სულიერადაც: რეალურად - ისტორიული ფაქტია, რომ ერთმა მდიდარმა თავადმა მიმართა ქრისტეს ცხონების შესახებ და პასუხად მიიღო - ძნელია, რამეთუ გარეგნულად ყველაფერსაც რომ ასრულებდე, ხოლო შენი გული ღმერთს კი არა წუთისოფელს ეკუთვნოდეს, ვერ ცხონდებიო, რის გამოც მდიდარმა დატოვა ქრისტე; ამიტომ თქვა მან... "უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველშიო, "...
ლევან ვასაძეც მდიდარია და თუ წმინდა გიორგივით ქრისტესთვის თავს გასწირავს სულიწმიდის მტრებთან შერკინებით, (რომლებიც ქრისტეს ეკლესიას ებრძვიან ჩვენს სამშობლოში და ანტიქრისტეს მსოფლიოზე გაბატონების გამო აჩანაგებენ ქვეყანას, კაცს, ქალს, ბავშვს, ზნეობას და ა. შ...), მაშინ სიმბოლური, მეორე გააზრება - სულიერი სიმდიდრისა, მისგან სავსებით რეალიზებული იქნებოდა... წინააღმდეგ შემთხვევაში კი - მატერიალური სიმდიდრე მისთვის ბოროტებად გადაიქცევა და არა სულის საცხოვნებელ სიკეთედ, რადგან "მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური ამქვეყნად"...
ზოგიერთებისგან განსხვავებით, მან კარგად უწყის, რა ტორი ადევს მსოფლიოს, განსაკუთრებით სამოთხისკენ გზაგაკვალულ მართლმადიდებლობას და საქართველოს, იცის და ამ ორივე დილემას უჩვენოდაც ხვდება, მაგრამ ჩვენნაირი ოპოზოციონერები უფრო სჭირდება, რათა საკუთარი თავის შესაძლებლობებს არ გადაახტუნოს ცდუნება-ამპარტავნებამ და მოუზომავში არ გადავარდეს, ხოლო, თუკი ჩვენი მიდგომა მას სტიმულს მისცემს ქრისტეანულ მეშურნეობაში, მაშინ მით უკეთესი....
სახარების კონტექსტშივე განვაგრძოთ: წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ანტიქრისტეს გამოჩინებას წინ უნდა უძღოდეს ფულის კულტის ქადაგება (საპირისპიროდ ნათლისმცემლის - სინანულის ქადაგებისა) და მატერიალური ტაძრების აღმშენებლობა, სულიერი ტაძრის საწინააღმდეგოდ; ასევე, ბოლო ჟამის პოლიტიკა შედარებულია მეძავს, რომელთანაც "მეძავობენ" ამა ქვეყნის ძლიერნი და რომლითაც ადამიანთა ცნობიერებაში ცვლიან ქრისტეს - ანტიქრისტეთი; ამიტომაც, ამ გზის გავლა წესიერ ადამიანს ეთაკილება და ცდილობს ღმერთს მიმართოს, რათა უშველოს სამშობლოს და მასში ტანჯულ ქრისტეანებს.
რადგან, ვასაძე აღმოჩნდა იქ, სადაც მისასვლელი გზა სხვათათვის(არანაკლებ ვაჟკაცთათვის) მიუღებელი იყო, ახლა მას უკვე ძალუძს არჩევანის გაკეთება - ან ჭეშმარიტი ბრძოლა, ან - მოჩვენებითი, ანუ კომპრომისულ -კონფორმისტულ - ფსევდოქრისტიანული, რაზედაც წმიდანები გვაფრთხილებდნენ და რის გამოც ცხონება უბრალო მორწმუნესაც კი უჭირს, არამცთუ ფულის დიქტატურისა და მეძავური პოლიტიკის ხლართებში დაბნეულებს!