"რაც აჭარაში ხდება, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ის, რომ ორმა, სამმა ასე ვთქვათ დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა "ნაციონალურ მოძრაობას", ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.