საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის, ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს.
"ჩვენც მზად ვართ ასევე ვთქვათ, შემოვიჭიროთ ქამრები და მუშაობა აბსოლუტურად ეფექტურად, კორდინირებულად და ერთიანად გავაგრძელოთ. ჩვენ ალბათ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაც მოგვიწევს. უნდა გადავხედოთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად გონივრულად, მიზანმიმართულად და რაციონალურად ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი",-განაცხადა ღარიბაშვილმა.