ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მისივე შეფასებით, ის საქართველოს წარსულში "ქაჩავს".
"ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის, იმიტომ, რომ ის საქართველოს ქაჩავს წარსულში. თუკი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუკი ვინმე მას ხდის რელევანტურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული. თუ მას რაიმე კრიმინალური დანაშაული აქვს, კეთილი ინებოს და დაუდასტუროს პროკურატურამ. თუ არ აქვს, საერთოდ დავივიწყოთ. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ", - განაცხადა ალასანიამ.