ივერიონი / ზვიად კვაჭანტირაძე: სამწუხაროა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსული არმია კონფლიქტშია ჩართული

ზვიად კვაჭანტირაძე: სამწუხაროა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსული არმია კონფლიქტშია ჩართული

"ჩვენდა სასიხარულოდ უკრაინელმა ხალხმა ერთი წლის წინ აქ მაიდანზე ევროპისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს და დღემდე გრძელდება", - ამის შესახებ  დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელიც დღეს, კიევში დაგეგმილ სოლიდარობის მარშში იღებს მონაწილეობას.


"ჩვენდა სასიხარულოდ უკრაინელმა ხალხმა ერთი წლის წინ აქ მაიდანზე ევროპისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს და დღემდე გრძელდება. აქ იყო ზეიმი ერთი წლის წინ ქვეყნის ევროპულობისათვის. ხელისუფლებამ, რომელმაც უარი განაცხადა ევროპაზე კონრტოლი დაკარგა ქვეყანაზე.  სამწუხაროა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსული არმიაა კონფლიქტში ჩართული, დღეს ჩვენ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როდესაც გამოფენაზე დავათვალიერეთ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ფოტოები,"- განაცხადა კვაჭანტირაძემ. 

22-02-2015, 17:15
უკან დაბრუნება