ივერიონი / მერაბ ტურავა: ეს მიზანმიმართული ბოროტი ცილისწამებაა

მერაბ ტურავა: ეს მიზანმიმართული ბოროტი ცილისწამებაა

გადაცემა "ბიზნესკურიერის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა, სადაც გამოყენებული იყო "60 წუთის" 2003 წლის საარქივო მასალები და რომელიც შეეხებოდა სასამართლო სისტემაში კორუფციას, მერაბ ტურავა გამოეხმაურა. მისი თქმით, მოხდა "60 წუთის" მასალების სრული ფალსიფიკაცია. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის და ნინო გვენეტაძე ჟურნალისტების დაკავებას ითოხვდნენ.


"რუსთავი 2"-მა, კერძოდ, აკაკი გოგიჩაიშვილმა ნიკა გვარამიას დავალებით მოახდინა ძველი საარქივო მასალების სრული ფალსიფიკაცია. არავის უკითხავს და არც არავის უთქვამს, მოსამართლის ჩაწერა რატომ მოხდაო. რა კავშირშია გარდაბნის მოსამართლე ვინმე ჩხეიძე და გვენეტაძე-ტურავა. ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად არმიღება საერთოდ არ ეხებოდა ამ საქმეს. არავითარი ჟურნალისტების დაპატიმრება არც გვენეტაძეს და არც ტურავას არ მოუთხოვია. კარგად ნახეთ, ვინ აწერს ხელს წერილს. ეს არის მიზანმიმართული ბოროტი ცილისწამება. წინა ხელისუფლების მოსამართლეებზე მოემზადებინა გოგიჩაიშვილს სიუჟეტი, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა", - წერს მერაბ ტურავა.

22-02-2015, 17:31
უკან დაბრუნება