აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი, განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა.
დავით საგანელიძეს არ დააკონკრეტებია, რა შესაძლო რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება მმართველმა გუნდმა მიიღოს.
"აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება აუცილებლად უნდა მოხდეს. უნდა დავსახოთ, ვიტყოდი, რადიკალური ღონისძიებები, რათა სიტუაცია იყოს მართული და რეგიონის განვითარებას წაადგეს. დღევანდელი შეხვედრა მოგვცემს იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა საგანელიძემ.