ივერიონი / "მანდარინები" „ოსკარის“ გარეშე დარჩა

"მანდარინები" „ოსკარის“ გარეშე დარჩა

"ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ოსკარის გარეშე დარჩა ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ნამუშევარი "მანდარინები". ჯილდო ამ ნომინაციაში პოლონურმა ფილმმა "იდამ" მოიპოვა.

 

საუკეთესო უცხოურენოვან ფილმებს შორის "მანდარინების", გარდა, "ოსკარზე" წარდგენილი იყო რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".

 

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარი ჯეი ქეი სიმონსმა მიიღო ფილმისთვის "აკვიატება". ქალ მსახიობებს შორის კი იგივე ნომინაციაში გაიმარჯვა პატრიცია არკეტმა.

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა "ნდობის ტელეფონი ვეტერანებისთვის", ხოლო დონ ჰოლის და კრის უილიამსის ნამუშევარი "გმირების ქალაქი" საუკეთესო სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმად დასახელდა.

23-02-2015, 10:00
უკან დაბრუნება