ივერიონი / ბაჩო ახალაია "ქურდების" ციხეში _ ანგარიშსწორება თუ უსაფრთხოება?

ბაჩო ახალაია "ქურდების" ციხეში _ ანგარიშსწორება თუ უსაფრთხოება?

ბაჩო ახალაიას "ქურდების" ციხეში გადაყვანა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა.


ასე შეაფასა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მე-7 საპყრობილეში გადაყვანის ფაქტი მისმა ადვოკატმა  დავით დეკანოიძემ.
 
დეკანოიძე ვერ აკონკრეტებს, ამ დროისთვის იზოლირებულია თუ არა ყოფილი მინისტრი.


როგორც მან განაცხადა, ახალაიას იმ ოთახში შეხვდა, რომელიც პატიმრების და ადვოკატების შეხვედრისთვისაა განკუთვნილი. შესაბამისად, მან არ იცის, რა სიტუაციაა ყოფილი მინისტრის საკანში.


ბაჩო ახალაიას მამა, მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია აცხადებს, რომ ამიერიდან მედიასთან კომენტარების მხოლოდ ის გააკეთებს. ამიტომ თხოვნით მიმართავს ახლობლებს, ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს, რომ პატიმართან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მას დაუკავშირდნენ.

14-11-2012, 14:09
უკან დაბრუნება