საქართველოს ჯანდაცვის მიისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის კუთხით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
როგორც მინისტრმა განმარტა, სამოქმედო გეგმა ძალაშია და საჭიროების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ.
"წინა კვირას ფარმაცევტულ პროფესორთა ასოციაციებმა დაასრულეს კვლევა, რომელიც მაღალი სიზუსტით თანხვედრაშია ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციასთან. ამ მონაცემების მიხედვით საგანგაშო მდგომარეობა არ არის. თუმცა სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალაშია და როდესაც ვნახავთ რაიმე სახიფათო თუ საგანგაშო სიგნალებს, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ 8-ს უდრის. რაც შეეხება რაოდენობრივად, 100-ის ფარგლებში მერყეობს, უბრალოდ დღეს ზუსტ ციფრს ვერ ვიხსენებ და ინფორმაცია დღეს განახლდება", - განაცხადა მინისტრმა.