ტელე-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ უცვლელი ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი პროექტიდან მიდის.
ამის შესახებ „ივერიონს“ სანდო წყარომ განუცხადა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩერტკოევს პროექტი 6 საკონკურსო გადაცემის შემდეგ უნდა დაეტოვებინა. თუმცა მეორე ვერსიით, ჩერტკოევის წასვლას ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ „იმედში“ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა და ტელეწამყვანამა ნანუკა ჟორჟოლიანმა პროექტი უკვე დატოვა.