ივერიონი / სოსო ცისკარიშვილი:ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოზე ზეწოლა აღარ არის, გადაჭარბებულია!

სოსო ცისკარიშვილი:ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოზე ზეწოლა აღარ არის, გადაჭარბებულია!

პოლიტოლოგი, სოსო ცისკარიშვილი, სასამართლო ხელისუფლების ზეწოლაზე "ასავალ-დასავალთან" საუბრობს და აღნიშნავს, რომ  ახალი ხელისუფლების  სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა  წინასთან შედარებით ნაკლებია.

"ლაპარაკი იმაზე, რომ სასამართლოზე ზეწოლა აღარ არის, გადაჭარბებულია. შესაძლია, ახალი ხელისუფლების ზეწოლა წინასთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს სასამართლო სისტემაზე გავლენის ბერკეტები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთგული თანაგუნდელების მიმართაც კი უამრავი მაკომპრომეტირებელი მასალა აქვთ გადანახული, იძლევა საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ანალოგიური კომპრომატები არაერთ მოსამართლეზე ექნებათ", - აცხადებს ცისკარიშვილი.

23-02-2015, 12:20
უკან დაბრუნება