ამ სათაურით აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალას ინტერნეტგამოცემა „ick.ge“ სადაც აღნიშნულია, რომ პანკისის ხეობიდან სირიაში ეთნიკურად ქისტი ახალგაზრდების გაგზავნა განახლდა. სოფელ დუისში მცხოვრებ 18 წლის ბესლან მარგოშვილს ოჯახის წევრები 2015 წლის 12 იანვრიდან ეძებდნენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბესლან მარგოშვილი სირიაში იმყოფება და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების შემადგენლობაშია.
წყარო: ick.ge