საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" "რესპუბლიკელების" წარმომადგენლმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ " თავისუფალმა დემოკრატებმა" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.
"როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, გარკვეული უხერხულობები იქმნება, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების გადაყენების თაობაზე არ იდგა. ასეთი სურვილი გარკვეულ ჯგუფებში შესაძლოა იყო, მაგრამ მთლიანობაში უმრავლესობას ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონია", - განაცხადა ხმალაძე.