ივერიონი / დავით ბერძენიშვილი: არც ერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ ნაციონალების მიმართ კეთილგანწყობა იზრდება, პირიქით!

დავით ბერძენიშვილი: არც ერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ ნაციონალების მიმართ კეთილგანწყობა იზრდება, პირიქით!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილმა  უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა შეაფასა და განაცხადა, რომ  რომ აღნიშნულით "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ თავს ამხნევებენ. ამის შესახებ ბერძებნიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.


"საკუთარ თავს უფრო ამხნევებენ ნაციონალები და ჯერ კიდევ შერჩენილ მომხრეებს. მათ პლაცდარმი შექმნეს უკრაინაში, მაგრამ ეს პლაცდარმი ქართველ ამომრჩეველზე ვერ იმოქმედებს. არც ერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ ნაციონალების მიმართ კეთილგანწყობა იზრდება, უფრო პირიქით", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

23-02-2015, 21:15
უკან დაბრუნება