ივერიონი / მძღოლების მოთხოვნებს კიდევ ორი პუნქტი დაემატა

მძღოლების მოთხოვნებს კიდევ ორი პუნქტი დაემატა

ყვითელი ავტობუსების მძღოლების 16-პუნქტიან მოთხოვნას კიდევ ორი პუნქტი დაემატა. ისინი კატეგორიულად მოითხოვენ უკანონოდ გათავისუფლებული მძღოლების სამუშაო ადგილზე დაბრუნებას და სატრანსპორტო კომპანიაში გენინსპექციის გაუქმებას. ამის შესახებ "საქართველოს პროფკავშირების"" თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობს.


მან მოუწოდა თბილისის მოსახლეობას,რომ მოეკიდონ მძღოლების პროტესტს.


მისი თქმით, მძღოლები მოითხოვენ მერიასთან მოლაპარაკების დაწყებას. ""საპატრულო პოლიციამ და სატრანსპორტო სამსახურის შიდა სამსახურმა უნდა გამოიძიოს, მიუძღვით თუ არა მძღოლებს რამე დანაშაული"", _ ამბობს პეტრიაშვილი.


მისი თქმით, ეს ყველაფერი კეთდება არა მარტო მძღოლების დასაცავად, არამედ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნითაც.

14-11-2012, 14:37
უკან დაბრუნება