ივერიონი / მინისტრები, რომლებიც უახლოეს დღეებში დატოვებენ თანამდებობებს

მინისტრები, რომლებიც უახლოეს დღეებში დატოვებენ თანამდებობებს

 

გაზეთი "კვირის ქრონიკის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრს მოხნის.

"ცხადია ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდება. ორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია – ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და უკვე ყბადაღებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. მათ მოხსნაზე ივანიშვილი თანახმაა.

 

ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების – ოთარ დანელიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის გადაყენების საკითხი, ივანიშვილს ჯერ მათ წასვლაზე დასტური არ მიუცია. თუმცა, ეს თემა განხილვის საგანია",- წერს გაზეთი "კვირის ქრონიკა"

 

24-02-2015, 00:01
უკან დაბრუნება