რუსეთტან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ბრიუსელშია და კოონსულტაციებისთვის ემზადება როგორც აბაშიემ განმარტა, რომ შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან გაიმართება.
"ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ჩემთვის მთავარი თემა ეს არის. გავუზიარებ ჩვენს მოსაზრებებს, რა პრობლემები გვაქვს, როგორ ვხედავთ ვითარებას, მოვისმენთ რჩევებს. ამას ჩვენ სულ ვაკეთებთ. მე სულ მაქვს მჭიდრო კონტაქტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ვფიქრობ, პრაღაში შეხვედრის წინ არ იქნება ურიგო",-აცხადებს აბაშიძე.
ვიზიტის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაეგზავრება.