საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის 26 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.
"მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ, იმართება ეს შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი თემა იქნება ტრადიციულად ვაჭრობის თემა და ამჯერად ეს საკითხი მიეძღვნება საქართველოს და რუსეთს შორის 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით",-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებზე ბრიუსელში ისაუბრებენ.