ქართული ოცნების" კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრს მოხნის.ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კვირის ქრონიკა" ავრცელებს.
"ცხადია ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდება. ორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია – ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და უკვე ყბადაღებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. მათ მოხსნაზე ივანიშვილი თანახმაა
ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების – ოთარ დანელიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის გადაყენების საკითხი, ივანიშვილს ჯერ მათ წასვლაზე დასტური არ მიუცია. თუმცა, ეს თემა განხილვის საგანია"