"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ სხდომას უნდა დაესწროს პრემიერ-მინისტრი, ვიცე პრემიერები და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.
"ქვეყანაში მძვინვარებს ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლარის გაუფასურება პირდაპირ ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს. ხდება სწრაფი გაღარიბება ჩვენი მოქალაქეეების. ეს კრიზისი სახეზეა და ეს კრიზისი არის შედეგი მთავრობის უნიათობის, არაკომპეტენტურობის, გაუმართლებელი და დამღუპველი პოლიტიკის. ამ კრიზისის გათვალისწინებით, სასწრაფო ღონისძიებად მიგვაჩნია, რომ ჩატარდეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, საგანგებო სხდომა, რომელზეც უნდა მოვიდნენ პრემიერ-მინისტრი, ვიცე პრემიერიები, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, რათა პარლამენტმა იმსჯელოს ამ კრიზისულ ვითარებაზე და მოძებნოს გამოსავლის გზები", - განაცხადა გაბაშვილმა.