საქართველოში საერთაშორისო სავალტურო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი დიაგნოსტიკა უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც საპასუხო ნაბიჯები დაიგეგმება. განაცხადა სადიკოვმა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
"ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენმა მისიამ გუშინ დაიწყო მუშაობა. სწორი დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთოთ, რის შემდეგაც მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვისაუბრებთ, რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას. ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პოლიტიკა გატარდა. ლარს მცურავი კურსის შენარჩუნების საშუალება მისცეს, რაც სწორია, მაგრამ ამავდროულად უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა საკითხები, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის შენელება", - განაცხადა სადიკოვმა.