საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვიდან დოლარის გაყიდვას განაგრძობს. ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე მორიგი 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
„2015 წლის 24 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2630 შეადგინა", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.