ეროვნულ ბანკს გაცილებით ადრე უნდა აეტეხა განგაში, ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"მთავრობა დღესაც არ არის აზრზე, თუ რა ნეგატიურ მოვლენებთან აქვთ საქმე და ამიტომ არის მისი მოქმედებები არაეფექტური. ვერანაირი სამთავრობო ხარჯების შემცირება დღეს ვერანაირ გავლენას ამ ცუდ მდგომარეობაზე ვერ იქონიებს," - აცხადებს გიორხელიძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი კიდევ 6 თეთრით გაუფასურდა. დოლარის შეძენა დღეს ახალი კურსით, 2.2619 ლარად არის შესაძლებელი.