ივერიონი / "ხადური წადი,"-ხადურის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო

"ხადური წადი,"-ხადურის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო

"ხადური წადი," "გაღარიბებული საქართველო," "რიგითი ლარიანის გადასარჩენად"-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" საპროტესტო აქცია იმართება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ქმედებების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. აქციის წევრები აცხადებენ, რომ პროტესტს ამ ფორმით კიდევ ბევრჯერ გამოხატავენ. 

აქციის პარალელურად სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ეკონომიკისა და ფინანსთნა მინისტრები ბიზნესმენებს ხვდებიან. ამ შეხვედრაზე ლარის კურსისა და ეკონომიკის შესახებ უნდა იმსჯელონ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას და კონკრეტულად ეკონომიკური გუნდის მინისტრებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ. 

 

25-02-2015, 11:50
უკან დაბრუნება