ივერიონი / შსს რუსულ სატვირთო ავტომანქანებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შსს რუსულ სატვირთო ავტომანქანებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სანიმისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსურათებთან დაკავშირებით, სადაც სატრანზიტო ნომრებით რუსული სატვირთო ავტომანქანებია დაფიქსირებული, განმარტებას აკეთებს.


"სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს საქართველოს ან მისი მეზობელი ქვეყნების ინტერესებისთვის არ წარმოადგენს. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში. მათ მინიჭებული აქვს სატრანზიტო ნომრები, რომლითაც მესამე ქვეყანაში გასვლა იკრძალება. ავტომანქანების მფლობელი პირი იდენტიფიცირებულია, ხოლო აღნიშნული ავტომანქანები დგას თბილისში, მეორადი გამოყენებისა და სათადარიგო ნაწილებად რეალიზაციისათვის", - წერს  გიორგობიანი.

25-02-2015, 12:43
უკან დაბრუნება