ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთად-ერთი მთავარი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, ამის შესახებ "გაერთანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს ცხრიანში" ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნებია გზა იმისათვის, რომ ხალხმა აირჩიოს უფრო ეფექტური, უფრო კომპეტენტური და უფრო გამბედავი ხელისუფლება. ოღონდ, ერთი რამ არის - პოლიტიკოსებს საერთოდ არ გვაქვს უფლება ჩვენს მოსახლეობას შენიშვნით ან საყვედურით ველაპარაკოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ჩვენს ხალხს მინდა ვუთხრა - თუ ჩვენ კიდევ ვიქნებით მესიების მოლოდინში, თუ ჩვენ კიდევ გადაწყვეტილებებს მივიღებთ იქედან გამომდინარე, რომ ერთ ადამიანს ბევრი ფული აქვს და ის ყველა პრობლემას მოაგვარებს და ამიტომ, მისი ხათრით პარლამენტს, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და სხვებს ავირჩევთ, ასეთ შემთხვევაში აღარც არჩევნებს ექნება აზრი და საერთოს ჩვენი ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს არსებობა, აზრს დაკარგავს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.