უმრავლესობის წევრი, შოთა ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პარტია ქართულ ოცნებაში დაპირისპირებაა, პარტიაში დავით საგანელიძის მუშაობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ნიშნიანიძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ უფრო იმას განვიცდით, რაც პარტიის შიგნით ხდება და რაც უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს უკავშირდება. დიახ, ჩვენ, 22 დეპუტატმა, მის წინააღმდეგ გავილაშქრეთ. იყო დაპირისპირება... რაც უნდა ვმალოთ, შუბი ხალთაში არ დაიმალება, მაინც გამოჩნდება, ამიტომ ვაღიარებ _ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა. ამ დაპირისპირებას პიროვნულს ვერ ვუწოდებ, მას სხვა მიზეზები აქვს. გუნდი ვერ შეიკრა, დიახ, რასაც გუნდი ჰქვია, და ეს ხდება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგის ძალიან შეკრული გუნდი გვიპირისპირდება".