ივერიონი / ჯუმბერ კირვალიძე:ცუდი ეტაპი დაუდგა ხელისუფლებას

ჯუმბერ კირვალიძე:ცუდი ეტაპი დაუდგა ხელისუფლებას

ეროვნული ბანკის  პრეზიდენტი უნდა გადადგეს, განცხადება ამის შესახებ, პოლიტოლოგმა ჯუმბერ კირვალიძემ რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ლარი გვყავს ავად, თუმცა, ის შეფარულად ყოველთვის ავად იყო. ვერ დაიმსახურა ეროვნულმა ვალუტამ  ხალხის პატივისცემა 25 წლის განმავლობაში. თუ გაიხსენებთ, რომ ვინმეს ოდესმე ლარში გაეყიდა ან ეყიდა მანქანა, ბინა... ეს ყოველთვის ხდებოდა დოლარში,  ამ ხნის განმავლობაში მთავრობები იღებდნენ საგარეო ვალებს და ასე ამყარებდნენ ლარის კურსს. დღეს ამ ვალების გადახდის დროა და ცუდი ეტაპი დაუდგა  ხელისუფლებას.  გუშინ რომ დაიხურა გარკვეული ჯიხურები, ეს საბოტაჟია. არა მგონია კომერციულ ბანკებს  მარაგი ამოწურული ჰქონდეთ. ცუდია, რომ არსებული კრიზისული სიტუაცია წელიწადი ან წელიწად-ნახევარი მაინც გასტანს", - განაცხადა კირვალიძემ.


 

 

25-02-2015, 14:31
უკან დაბრუნება