საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დავის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ დადგა მომენტი, როდესაც ევროპამ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს საქართველო, ქართული კულტურა.
გიორგაძის თქმით, პროგრამაში "Creative Europe", საქართველოს ჩართვა ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდენულებების შესრულების პროცესში ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
24 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის პროგრამა - “Creative Europe”-ის ("შემოქმედებითი ევროპა") წევრი გახდა.
ხელმოწერის ცერემონია ევროკომისრის ოფისში გაიმართა.