ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის პრივატიზებას გეგმავს, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა, ეკონომიკის მინისტრის გათვლებით, ხელს შეუწყობს ლარის კურსის გამყარებას.
მინისტრის თქმით, გასაყიდ ობიექტებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და თბოელექტროსადგური.
"არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი ობიექტებისა, რომლებიც ლარის კურსს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებენ," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა დღეს ქართველ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.