ივერიონი / ყველანი ბიძინასთან-1 მილიარდის მოთხოვნით

ყველანი ბიძინასთან-1 მილიარდის მოთხოვნით

ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე შემდეგი აქციის დრო და ადგილი დაანონსდა. აქციის წევრების განცხადებით,  ოთხშაბათს აქცია უკვე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართება-"ოთხშაბათს მივდივართ ბიძინა ივანიშვილთან, ყველა, მთელი საქართველო მიდის ბიძინა ივანიშვილთან...ოთხშაბათს მთელი საქართველო ბიძინასთან" განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი ღლონტმა. აქციის კიდევ ერთი მინაწილე ბეჟან გუნავა კი ამბობს, რომ ყოფილმა პორემიერ-მინისტრმა პირადად უნდა განახორციელოს ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში. გუნავა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებას, 1 მილიარდის ინვესტირებას ახსენებს.

 

26-02-2015, 12:57
უკან დაბრუნება