"ჩვენ მნიშვნელოვანი აქტივობები გვექნება საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებებასთან დაკავშირებით. მეწარმეებისთვის დაიხვეწება საგადასახადო სისტემა და აღარ იქნება მაღალი ჯარიმები, რასაც ხელოვნურად ქმნიდა წინა ხელისუფლება". _ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებასთან მუდმივი თანამშრომლობა. მათ უნდა იცოდნენ, ვისთან მიაკითხონ პრობლემების კოორდინირებისთვის.
ებრალიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დავებისა და სასამართლო გარჩევების საკითხები. სწორედ ამიტომ, ისინი მზად არიან როგორც საზოგადოებასთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან მუშაობისთვის. ამასთან, სამინისტრო მზად არის, სახვადასხვა ორგანიზაციებისგან რეკომენდაციებიც მიიღოს.