ივერიონი / რას საყვედურობს რასმუსენი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“?

რას საყვედურობს რასმუსენი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“?

ანდერს ფოგ რასმუსენი ბიძინა ივანიშვილს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პრობლემებზეც ესაუბრა. 


როგორც პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტს უპასუხა, ამ საკითხზე მისი პასუხი ნათელია. 


"შეშფოთებული ვარ, თუ ეს პროცესები აღიქმება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. ეს საზიანოა ქვეყნის იმიჯისთვის, თუნდაც მართალიც არ იყოს. ეს არის ჩემი შეშფოთების მიზეზი. აი, რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ასეთმა პროცესებმა კანონის უზენაესობის საბაზისო სამართლებრივი პრინციპების დაცვით ჩაიაროს, უზრუნველყოფილ იქნას სრული გამჭვირვალობა და სამართლიანი პროცესი. ეს განვაცხადე და პრემიერ-მინისტრმაც დამარწმუნა, რომ ყველაფერი ასე მოხდება. ამაზე დაყრდნობით ასევე ნათლად უნდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მიმდინარე პროცესებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროცესები ჩატარდება პოლიტიკური ჩარევის გარეშე და გაამართლებს კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს", - განმარტა რასმუსენმა.

14-11-2012, 16:01
უკან დაბრუნება