ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე რკინიგზის მინორიტარული წილის შესაძლო გასხვისებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზის წილის გაყიდვაზე და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ლაპარაკი ერთდროულად დაიწყეს, რაც მათ შორის კავშირზე მიუთითებს.
"ეს არის ერთი ჯაჭვის რგოლები, იმიტომ რომ დიდი ალბათობით რკინიგზის 25 % -ის მყიდველი იქნება რუსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ამ წილს ვთქვათ დასავლეთი იყიდის, მაშინ საუბარი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ვეღარ დაიწყება, რადგან ამ რკინიგზის აღდგენა საქართველოს და მისი პარტნიორების ინტერესებს ეწინააღმდეგება,"- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, რომ რკინიგზის მინორიტარული წილის შესაძლო გასხვისებაზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.