ცნობილ პოლიტიკოს, ბორის ნემცოვს ეშინია, რომ ვლადიმერ პუტინი მის მკვლელობას შეუკვეთავს, ამის შესახებ სტატია და ნემცოვის ინტერვიუ ცნობილმა რუსულმა გამოცემა "Собеседник"-მა 2015 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა.
"დედაჩემი ძალიან ღელავს პუტინის წინააღმდეგ ჩემი ხმაურიანი გამოსვლების გამო და ეშინია, რომ უახლოეს მომავალში არ მომკლან," - აცხადებდა ბორის ნემცოვი.
"Собеседник"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თავად თუ არის შეშინებული, ნემცოვი პასუხობს: "იცით კი, ცოტათი... მაგრამ ამის მიუხედვად არ მეშინია, რომ მეშინოდეს არ ჩავუდგებოდი სათავეში ოპოზიციურ მოძრაობას".
რუსული ოპოზიციის ლიდერი, ბორის ნემცოვი, დღეს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს, მოკლეს.