ივერიონი / რა სკანდალური მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა ბორის ნემცოვი?

რა სკანდალური მასალების გამოქვეყნებას გეგმავდა ბორის ნემცოვი?

ტელეწამყვანისა და საზოგადო მოღვაწის, ქსენია სობჩაკის განცხადებით, ბორის ნემცოვი აპირებდა გამოექვეყნებინა ანგარიში, რომელშიც დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ არსებულ მტკიცებულებები იქნებოდა წარმოდგენილი.

 

ქსენია სობჩაკი რუსი ოპოზიციონერის, იულია იაშინზე, დაყრდნობით აცხადებს, რომ მოსკოვში მოკლული ბორის ნემცოვი უახლოეს დღეებში აპირებდა გამოექვეყნებინა დოკუმენტაცია დონბასში მიმდინარე ომის შესახებ.

 

"იაშინმა მითხრა, რომ ის აპირებდა, გამოექვეყნებინა ანგარიში ფაქტებითა და დოკუმენტებით, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას დონბასში," - წერს ქსენია სობჩაკი თწიტტერ-ზე. 

 

ამ მასალების ბედი გაურკვეველია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ რუსულმა პოლიციამ ნემცოვის ბინიდან იქ არსებული დოკუმენტაცია "გამოძიების მიზნებისთვის" ამოიღო. 

28-02-2015, 14:13
უკან დაბრუნება