თუ სასამართლო მის საქმეზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაშინ გიგი უგულავა ციხეს დატოვებს.
მოსამართლე ნინო სანდოძემ გიორგი ღონიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ პროკურატურის შუამდგომლობა გირაოს დაკისრების შესახებ არ გაითვალისწინა.
სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა მოსამართლემ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე, დავით ჭედიაზე, რომელსაც გამოძიება, გიგი უგულავასა და გიორგი ღონიაშვილთან ერთად, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ბრალდებული ამ საქმეზე, რომელიც საპატიმროში რჩება, თბილსის ყოფილი მერია.
ეს არის ერთადერთი ბრალი, რომელზეც გიგი უგულავას სასმართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე მას დაახლოებით ერთი თვე რჩება. თუ ამ დროის განმავლობაში არსებითი განხილვა არ დასრულდება და სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თბილისის ყოფილი მერი საპატიმროს დატოვებს.