ივერიონი / გია ვოლსკი:იქნება მცდელობა, რომ სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ

გია ვოლსკი:იქნება მცდელობა, რომ სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ

საპარლამენტო უმრავლესობის  წევრი გია ვოლსკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 21 მარტისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა

 

"იქნება მცდელობა, რომ სტაბილურობას, რომლისკენაც თითქოს და მოგვიწოდებენ, დარტყმა მოაყენონ. ამის მცდელობა ორჯერ უკვე იყო. თუკი არსებობს ფურცელზე გადატანილი პროფესიონალური მოსაზრებები, რატომაც არა – ჩვენი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ამის ოფიციალურად წარმოდგენა ევალებათ კიდეც, თუკი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდია. განვიხილოთ და შეიძლება ჭკვიანური აზრიც ვნახოთ. სკანდალისკენ მოწოდებულ და სკანდალზე ორიენტირებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერ", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

1-03-2015, 22:11
უკან დაბრუნება