ივერიონი / ლევან იზორიას 145 ათას ლარიანი ანაზღაურება-როგორ აპირებს ხელისუფლება ქამრების შემოჭერას?

ლევან იზორიას 145 ათას ლარიანი ანაზღაურება-როგორ აპირებს ხელისუფლება ქამრების შემოჭერას?

მინისტრების ხელზე ასაღები თვიური შემოსავალი 5 ათასი ლარითაა განსაზღვრული. პრემიის აღება კი მინისტრს წელიწადში სამჯერ, არაუმეტეს ხელფასის ერთმაგი ოდენობით შეუძლია, იმავე ბრძანებით გაწერილია სახელფასი დანამატის მოცულობაც. მოადგილეების შემთხვევაში კი სახელფასო დანამატის ზუსტი ოდენობა განუსაზღვრელია. შინაგან საქმეთა სამინისტროში 2013 წელს მოადგილე ლევან იზორიამ 145 ათასი ლარი მიიღო, მინისტრზე ორჯერ მეტი.

 

ჩინოვნიკების, მათ შორის მინისტრის მოადგილეების დამსახურებებზე ახსნა განმარტებები არ კეთდება. მეტიც, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით, 2013 წელს ჩინოვნიკებზე გაცემული პრემიების ზუსტი ოდენობა შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა გაასაიდუმლოეს, არადა მაშინ პრემიებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ არსებობდა და ყველა თავის თავს თვითონ ახალისებდა.

 

ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ წელს მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შეკვეცას გეგმავს. ხელისუფლება ჯერაც ითვლის ზუსტად რაზე და რამდენს დაზოგავს. პასუხგაუცემელია ისიც, მოუწევთ თუ არა ქამრების შემოჭერა ჩინოვნიკებსაც, რომელთა მხოლოდ რესტორნებით და სასტუმროებით უზრუნველყოფა ბიუჯეტს წლიურად 10 მლნ ლარამდე უჯდება.

1-03-2015, 22:27
უკან დაბრუნება