ივერიონი / რომელი მინისტრები დარჩნენ პრემიის გარეშე 2014 წელს?

რომელი მინისტრები დარჩნენ პრემიის გარეშე 2014 წელს?

"მეკუთვნოდა თუ არა პრემია, მაგაზე არც კი მიფიქრია",-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას, მინისტრებისთვის პრემიების გაცემის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

 

"არ ვფიქრობ, რომ მეკუთვნოდა-არ მეკუთვნოდა, მე ვასრულებ იმ გეგმას, რაც განისაზღვრა მთავრობის მიერ",-განაცხადა სერგეენკო.

 

ამასთან, პრემიების საკითხს ასევე ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა, რომელსაც ასევე, პრემია 2014 წელს არ აუღია.

 

"რეალურად ყველა მინისტრს გვაქვს მოჭრილი ხელფასი, ეს არის 5 000 ლარი. როცა მე ჟურნალისტი ვიყავი 90-ან წლებში, მთავარი თემა ჟურნალისტების იყო, რომ როცა დავსდევდით მინისტრებს, როცა შემოგვაკლდებოდა თემა... 34 ლარად როგორ ცხოვრობდა, ეს გვაინტერესებდა. მერე ამბოდნენ - ბებია მიგზავნის ლობიოს, ბებია მიგზავნის ინდაურს და რა ვქნათ აბა სხვანაირადო",-განაცხადა სუბარმა.

 

ცნობისათვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძესა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს 2014 წლის განმავლობაში პრემია არ მიუღიათ.

1-03-2015, 22:48
უკან დაბრუნება